Friday, 5 December 2014

დღეს გადავწყვიტე ქართული ცეკვების თემა სულ ამომეწურა ამიტომ, ვდებ ქართული ცეკვის ყველა სახეობის ვიდეოს. ცეკვა ქართული–ანსამბლი ,,რუსთავი"



















ცეკვა მთიულური–ანსამბლი ,,ერისიონი"

















ცეკვა ბაღდადური
















ცეკვა განდაგანა (აჭარული)–ანსამბლი ,,ფესვები"
















ცეკვა დავლური–ანსამბლი ,,სუხიშვილები"
















ცეკვა სამაია–ანსამბლი ,,სუხიშვილები"
















ცეკვა ხორუმი–ანსამბლი ,,ერისიონი"
















ცეკვა ხევსურული–ანსამბლი ,,სუხიშვილები"
















ცეკვა სიმდი (ოსური)–ანსამბლი ,,სუხიშვილები"
















ცეკვა ჯეირანი–თეა დარჩიას შესრულებით
















ცეკვა კინტაური–ანსამბლი ,,ერისიონი"
















ცეკვა ფარცა–ანსამბლი ,,თორი"
















ცეკვა რაჭული






Tuesday, 2 December 2014

გავაგრძელოთ ჩვენი თემა. ქართულ ცეკვებს ძალიან დიდი ისტორია აქვთ, ყველაფერი რომ დაწეროთ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება ამიტომ, ყველა ცეკვას ცოტ–ცოტა შევეხოთ. დავიწყოთ ძალიან ლამაზი ცეკვით მთიულური.
მთიულური ცეკვა ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს, მისი შინაარსი სატრფოსთვი ჩხუბია, ანუ ამ ცეკვაში ჩართული ასევე ცეკვად მოხსენიებული ფარიკაობა, ბოლოს გოგო ლამაზ ჭრელი ფერებით მოქარგული კაბით გამოდის და შუაში თეთრ მანდილს აგდებს, ეს ნიშნავს რომ ბრძოლა დასრულდა. მთიულური საკმაოდ სწრაფი და რთული ცეკვაა და მისი შესრულებას ძალიან რთულია.

ბაღდადური ქალაქური ცეკვაა და აღმოცენდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. იგი ერთერთი მთავარი თეატრალიზებული დადგმაა ,,ძველი თბილისის სურათებში". ეს ცეკვა გამოიყენა ვ. დოლიძემ თავის ოპერა ,,ქეთო და კოტეში".

განდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ძირითადადასრულებს ქალ–ვაჟი მაგრამ მას ჯგუფურადაც ასრულებენ. მას მკვეთრი ფერის ფორმებით ასრულებენ და უკრავენ გუდასტვირზე.

დავლური ცეკვა ჯგუფურად სრულდება. დავლური ძალიან ნელი და ლამაზი ცეკვაა და მისი ყურება, დიდ სიამოვნებას განიჭებს. ამ ცეკვაში ქალები და კაცები მწკრივებს ქმნიან შემდეგ წყვილებად იყოფა და ცეკვა დავლური გადადის ცეკვა სადარბაზოში.
სამაია ქალთა ცეკვაა და მას მხოლოდ სამი ქალი ასრულებს. სამაიას კაბები ძალიან ლამაზია და ის ბევრი ძვირფასი თვლებით არის მორთული. ცეკვა ძალიან ნელია. ცეკვას წესით სამი გაუთხოვარი ქალი უნდა ასრულებდეს.

ხორუმი საბრძოლო ხასიათის ცეკვაა. მას მხოლოდ ვაჟები ასრულებენ დაახლოებით ოცდაათიდან ორმოცდაათამდე კაცი. ცეკვაში ბრძოლაა აღნიშნული. აღწერილია თუ როგორ ემალებოდნენ მტრებს თუ როგორ ომობდნენ, ხოლო ბოლოს მთელი არმია, გამაჯვებულს ქვეყნის დროშით მაღლა იტაცებს.
 ხევსურული მთაში დაბადებული ულამაზესი და ურთულესი ცეკვაა. ამ ცეკვაში ვაჟის ქალდამი პატივისცემაა აღწერილი.მოცეკვავისგან ამ ცეკვის შესრულება დიდ ტექნიკას და ყოველდღიურ ვარჯის მოითხოვს. ეს უსწრაფესი და ულამაზესი ცეკვა ძალიან ჰგავს ცეკვა მთიულურს მაგრამ, ეს ცეკვა უფრო სწრაფ ტემპში სრულდება.
სიმდი (ოსური) ამ ცეკვას ძალიან ლამაზი კოსტუმები აქვს. ბიჭს აცვია გრძელი შავი ჩოხა გძელი სახელოებით და მაალი ქუდი, ხოლო გოგოს, ულამაზესი ქათქათა თეთრი კაბა გძელი სახელოებით და თავზე ლამაზი ჩიხტითეთი მანტიით. ორივე ფომას აქვს გძელი სახელოები. კითხვა ჩნდება ატომ? ადრე ამბობდნენ რომ ცეკვის დროს ქალის და კაცის ხელები ეთმანეთს ა უნდა შეეხონ. ყველაზე რთული ამ ცეკვაში აის ხაზის გასწორება და დატრიალება. ამ დროს ქალ–ვაჟი ერთმანეთს უსწორდება, ქმნიან გრძელ ხაზს და ტრიალებენ.
  ჯეირანი ქართული ცეკვა არ არის. ამ ულამაზეს ცეკვას ძალიან ლამაზი კაბა აქვს, ფირუზისფერი სხვადასხვა თვლებით მორთული. ამ ცეკვას ბევრი ასრულებს მაგრამ, საუკეთესოა ნინო რამიშვილის რომელიც, სამწუხაროდ აღარ ავს საქართველოს. ის შეცვალა (როგორც ამ ცეკვის საუკეთესო შემსრულებელი) თეა დარჩიამ.
კინტოური (ძველი თბილისის სურათები) ქალაქური ცეკვაა, მას ასრულებენ კინტოები და ყარაჩოღლები. ყარაჩოღლები უფრო მაღალი ფენის ხალხი იყო ხოლო, კინტო უფრო დაბალის. კინტოებს შავი ატლასის ფართხუნა შარვალი და ზედა ჰქონდათ და წითელი ბაღდადი ხოლო, ყარაჩოღლებს დიდი შარვალი, შემოსაცმელი ჩოხა და მაღალი ქუდი. კინტოები მოქეიფე და ვაჭარი ხალხი იყო. ყარაჩოღლებსაც უყვარდათ ქეიფი მაგრამ მათ თავმოყვარეობა უფრო აწუხებდათ. ეს ცეკვა ძალიან გავს და თითქმის იგივეა რაც ბაღდადური, მაგრამ განსხვავება ის არის რომ კინტოურში ყარაჩოღლებიც ცეკვავენ ხოლო, ბაღდადური მხოლოდ კინტოების ცეკვაა.

 ფარცა ყველაზე სწრაფი ცეკვაა ქართულ ცეკვებში და გურიის რეგიონიდან იღებს სათავეს.
რაჭული ძალიან ლამაზი და სწრაფი ცეკვაა. ის რაჭიდან მოდის. ამ ცეკვას ქალ–ვაჟი ცეკვავს მაგრამ, ხანდახან ჯგუფურადაც ასრულებენ. ფორმა მოკლე კაბა და თავშალია.
ასე დავასრულოთ ქართულ ცეკვებზე საუბარი.

ვინაიდან და რადგანაც ვცხოვრობთ საქართვეოში წერას დავიწყებ ქართული ცეკვებით. მას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. არქეოლოგიური გათხრებით მტკიცდება რომ, ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი იყო სამონადირო ცეკვა. ღმერთი მთვარის საპატივცემულოდ. ყველა ქართულ ცეკვას თავისი სახელი აქვს რომელიც მოდინარეობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სახელებიდან, მაგ: მთულური, რაჭული, ქართლ–კახური და ა.შ. მაგრამ ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო საყურებელი არის ქართული ცეკვა რომელსაც, ორი წყვილი გოგო და ბიჭი ასრულებენ. ცეკვას მოძრაობებით ასრულებენ და არა სიტყვებით მაგრამ, სიტყვები არა არის საჭირო იმისთვის რომ, ამ ულამაზესი ცეკვის შინაარსი გაიგო. ეს ცეკვა გადმოგვცემს რომ ბიჭს სიგიჟემდე უყვარს გოგო რომელიც მას გაურბის მაგრამ საბოლოოდ თანხმება. ეს ულამაზესი ცეკა ძალიან ძველია და მას მილიონი შემსრულებელი ყავდა მაგრამ ყველაზე კარგად და ლამაზად ეს ცეკა შეასრულეს ფრიდონ სულაბერიძე და იამზე დოლაბერიძემ.